მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი ოკუპანტია. ზუგდიდი საქართველოსთვის ევროპულ არჩევანს აკეთებს

რუსეთი ოკუპანტია. ზუგდიდი საქართველოსთვის ევროპულ არჩევანს აკეთებს

Published on

6 ივლისს ზუგდიდში      კამპანია „ძალა ევროპაშია” ფარგლებში  გაიმართება  აქცია – „რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი”. მიზანი მოსახლეობისთვის იმის კიდევ ერთხელ შეხსენებაა, რომ რუსეთი ოკუპანტია, პარარელურად კი ამ ქვეყნის მხარდამჭერ პოლიტიკას გააპროტესტებენ. ამასთან, ადამიანებს მიაწვდიან ინფორმაციას, ევროპული არჩევანის უპირატესობის შესახებ.
 
აქტივობის ფარგლებში, 15:00 საათიდან 17:00 საათმდე ბულვარის მიმდებარედ გამოიფინება რუსული/საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ფოტო და საარქივო მასალა. თემატურად მოიხატება ქუჩის ცალკეული მონაკვეთი.
 
 
18:00 საათიდან კი სამხატვრო გალერეაში ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.
 
ღონისძიებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით გაიმართება.
 

სიახლეები

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას განსაკუთრებით ამკაცრებს ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების...

აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უმძიმესია, ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...