მთავარისიახლეებიპოლიტიკადავრიშაძის სკანდალი, როგორც რგოლი ჯაჭვისა, რომლითაც ივანიშვილის გული რუსეთთან არის...

დავრიშაძის სკანდალი, როგორც რგოლი ჯაჭვისა, რომლითაც ივანიშვილის გული რუსეთთან არის გადაბმული

Published on

  ქართულ მედიაში ატეხილი განგაშის შემდეგ, იზორია – დავრიშაძის სატენდერო ტანდემი  ალბათ ჩაიშლება. მხოლოდ ასე თუ შეინარჩუნებს ,,მუნდირის ღირსებას''   ივანიშვილის ხელისუფლება (თუ მსგავსი რამ შერჩენია),  რომელიც  ქართველი ხალხის ზურგს უკან ყველა შესაძლებლობას იყენებს  სიამტკბილობისათვის  მოსკოვთან და საქართველოში მის ჯაშუშებთან.
 
თუნდაც საქმე მხოლოდ ქართული ჯარის რუსულ ბათინკებსა და მაისურებს ეხებოდეს, დავრიშაძის სკანდალი საგანგაშო სიმპტომებს ატარებს. ამდენად საზოგადოების მწვავე  რეაქცია სავსებით გამართლებულია და მისასალმებელი,  რამდენადაც  რუსეთის  ჯაშუშობაში მხილებულ  პერსონის უპრობლემო გამარჯვებები მრავალმლიონიან სახელმწიფო ტენდერებში ერთი დიდი ჯაჭვის  რგოლია და,  თუმცა მისი ამოღება ჯაჭვს ჯაჭვად ტოვებს, დისკომფორტს მაინც უქმნის ხელისუფლებას, რამდენადაც ამხელს მის კულუარულ გარიგებებს .  
 
ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლადა ხდება, რომ  სამავრობო  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი, რომელშიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს. 
 
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის შუქამრეკლი ჟილეტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით 21 ივნისს გამოცხადდა ტენდერი. 
 
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებული კანონმდებლობის დაცვით 3 ივლისს ტენდერი კომპანიების შერჩევა/შეფასების ეტაპზე შეწყდა, რაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდამ განაპირობა.
 
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმირების ეტაპზე დედაქალაქის ქუჩებში ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა. ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობას ეტაპობრივი გაზრდა იგეგმება“, – აცხადებენ შსს-ში.
 
როგორც ცნობილია, დევრიშაძის კომპანიას მოგებული აქვს თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული არაერთი ტენდერიც, რის გამოც საპარლამენტო ოპოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას და პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრას ითხოვს.
 
 
 
მრავალი კითხვა  აქვს საზოგადოებასაც, რომელიც ბატინკებს ცდება:. განსჯის საგანია არა მხოლოდ ის , რა ეცვა და აცვია ქართულ ჯარს, არამედ იმას, როგორია დღეს საქართველო და  მისი რეალური  კავშირები რუს ოკუპანტებთან და ,,შინაურებთან''  –  მეხუთე კოლონასთან, რომლის ტიპური ნიმუშია დავრიშაძეც და… თავად ხელისუფლებაც, ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი.
 
რუსული ბათინკებით შორს ვერ წავალთ, რუსული ტექნიკით – მით უმეტეს .  თუ ამ სიშორეში , რა თქმა უნდა, რუსეთი არ იგულისხმება.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...