მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა ნაცვლიშვილი - მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ცვლილებები თეა წულუკიანის ინტერესებში შედის

ანა ნაცვლიშვილი – მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ცვლილებები თეა წულუკიანის ინტერესებში შედის

Published on

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.
 
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გრძელდება პოლიტიკა, როცა მიზანმიმართულად მცირდება პრეზიდენტის ისედაც შეკვეცილი უფლებამოსილებები.
 
„თავად კონსტიტუციური ცვლილების სულისკვეთებას მივესალმებით, თუმცა ხდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება. ჩვენთვის მიუღებელია, რომ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუცია განსაზღვრავს როგორც ერთადერთ სუბიექტს, რომელიც მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, ერთმევა შესაძლებლობა, დანიშნოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა უნდა მოუმზადოს პრეზიდენტს, მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა ამა თუ იმ პირს. ერთმევა შესაძლებლობა, ამ კომისიის საქმიანობა საკუთარი აქტით დაარეგულიროს და მუშაობის წესებს თავად კომისია დაარეგულირებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომელთაც აქამდე შესაძლებლობა ჰქონდათ განსაკუთრებულ შემთხვევებში პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიემართათ და დრო დაზოგილიყო, ახლა ეს პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობა იკარგება. არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ინტერესებშია, რომ ესა თუ ის სპორტსმენი იყოს ჩვენი გუნდის წევრი და მნიშვნელოვანია, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
 
ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ცვლილებები პირადად თეა წულუკიანის ინტერესებში შედის.
 
„თუ გავიხსენებთ არცთუ შორეულ პრეისტორიას, იყო ძალიან დაძაბული და სამარცხვინო პოზიციონირება, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს ჰქონდა და ის კომისიას ებრძოდა. იქამდე მივიდა მისი ბრძოლა, რომ იუსტიციის სახლიდან გამოასახლა ეს ადამიანები და არ აძლევდა კომისიას იუსტიციის სახლში მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრება და არა მისი კერძო საკუთრება. საბოლოოდ, ის იძულებული გახდა, კომისია იუსტიციის სახლში შეეშვა. არის მთელი პრეისტორია, თუ როგორ იყო უკმაყოფილო იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის ხელში არსებული უფლებამოსილებებით. ის ერჩოდა კომისიას, ერჩოდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და იყენებს ამ შესაძლებლობას, რომ კანონით განმტკიცდეს მისი ეს მიმართება კომისიასთან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
 
აღსანიშნავია, რომ ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად არაარგუმენტირებული იყოს ის პრეტენზიები, რომელიც გამოითქვა პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებების ხელოვნურად შეზღუდვასთან დაკავშირებით.
 
„კომისია არ ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ფრთის ქვეშ უნდა იყოს. ეს სავალდებულო პირობა არაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...