მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძის მჯდომარე აქცია შსს-ს ეზოში

ზაზა სარალიძის მჯდომარე აქცია შსს-ს ეზოში

Published on

ზაზა სარალიძის პროტესტის ახალ ფორმა – ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევისას მოკლული მოზარდის მამამ მჯდომარე აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვს. კალანდია დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება სამჯერ შეცვალა. შვილმოკლული მამა ეჭვობს, რომ კალანდიას უფრო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი.
 
მიხეილ კალანდიას წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მთავარი მოთხოვნაც არის. უმცირესობის წევრები, როლებიც კომისიის უმრავლესობაში არიან საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კალანდიას პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. “ევროპული საქართველო” ეს მოთხოვნა დღეს კომისიის სხდომაზე დაპირისპირების მიზეზიც გახდა. “ქართული ოცნება” კალანდიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას ნაჩქარევად მიიჩნევს და მხარს არ უჭერს.
 
დროებითი საპარლამენტო კომისიის უმრავლესობა კიდევ ერთ რეკომენდაციას გასცემს. დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, მამა შიო მენაბდის შვილის საქმეზე.
 
დღევანდელ სხდომაზე ზვიად კუპრავაც გამოკითხეს. კომისიის წევრებს აინტერესებდათ რა ინფორმაცია აქვს მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს. მათ შორის ინციდენტში მონაწილე მოზარდებთან სატელეფონო ჩანაწერებსა და ხორავას ქუჩის 4 ნომერში, იმ ფარდულის დანგრევის შესახებ, სადაც დავით სარალიძეს 12 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....