მთავარისიახლეებისაზოგადოებამომდევნო ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ზაფხულის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდეს

მომდევნო ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ზაფხულის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდეს

Published on

მომდევნო ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ზაფხულის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდეს – ამის შესახებ განცხადება, განათლების მინისტრმა 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში გააკეთა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 დღეს დაიწყო.დღეს პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ძლიერი სიცხეების გამო საგამოცდო ცხრილში რამდენიმე დღის წინ ცვლილებები შევიდა და ყველა აბიტურიენტი პირველ ორ გამოცდას მხოლოდ დილის საათებში აბარებს.„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. მოსაზრება ჩემი გახლავთ ის, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას.ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გამოცდებმა ჩაიარონ ნორმალურ ვითარებაში“-აცხადებს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.  შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, ამ დრომდე საგამოცდო ცენტრი არსებულ ინფრასტრუქტურას იყენებდა.
„ვცდილობდით ყველაფერი გაგვეკეთებინა, რომ არამხოლოდ სიცხეს, არასასურველ გარემოსაც კი არ შეეწუხებინა აბიტურიენტი, ის გადაწყვეტილება რაც მივიღეთ განრიგის შეცვლასთან დაკავშირებით და მე სხვა გამოსავალი არ მქონდა პირდაპირ გეტყვით,“- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.მაია მიმინოშვილის თქმით, 40 ათასივე აბიტურიენტი ინფორმირებულია გამოცდების განრიგში შესული ცვლილებების შესახებ.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...