მთავარისიახლეებისაზოგადოებაურეკში გასტროლებზე ჩასული 13 წლის მოცეკვავე ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

ურეკში გასტროლებზე ჩასული 13 წლის მოცეკვავე ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

Published on

ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მოზარდი სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ლაშქრულის" მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან 10 და 16 წლის მოზარდები უვნებლად გამოიყვანეს. მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე მოზარდიც. 13 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს. გადარჩენილი მოზარდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...