მთავარისიახლეებისაზოგადოებაეროვნულ გამოცდებზე შესატანი ნივთების ჩამონათვალი და წესები აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2018

ეროვნულ გამოცდებზე შესატანი ნივთების ჩამონათვალი და წესები აბიტურიენტებისთვის – გამოცდები 2018

Published on

საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებულ მისამართზე და პირადი განრიგის დროის მიხედვით გაიაროს რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება და ის დაგვიანების გამო მოიხსნება გამოცდიდან.  რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო).
 
საგამოცდო ცენტრში მისულ აბიტურიენტს ამოწმებს/ათვალიერებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი შესაბამისი მოწყობილობით, რათა აპლიკანტმა გამოცდაზე არ შეიტანოს აკრძალული ნივთები, როგორებიცაა: მინის ბოთლით წყალი, საღეჭი რეზინი, ელექტროსაათი, „შპარგალკა“, მობილური ტელეფონი, ლექსიკონი, ე. წ. ტაბლეტი, კალკულატორი. ნივთები, რომელთა შეტანის უფლებასაც არ მოგცემენ, შეგიძლიათ ჩააბაროთ მისაღებში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. აქ მიიღებთ სპეციალურ კოდს (ან სხვა სახით საიდენტიფიკაციო ნიშანს), რათა გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ უპრობლემოდ მოახდინოთ თქვენი ნივთების იდენტიფიცირება და უკან წაიღოთ ისინი.
 
აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა ან პასპორტი. აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), პირადი ჰიგიენის ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, შავი ფერის გელიანი (ტუშის) კალმისა.
 
წ ე ს ე ბ ი 
 
გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტები გაეცნობიან წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:
 
აბიტურიენტები უნდა დასხდნენ რეგისტრაციისას მითითებულ სამუშაო მაგიდასთან;
მერხზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, გელიანი (ე. წ. ტუშის) კალმის, პასუხების ფურცლისა და ე. წ. სამუშაო ფურცლის ან გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალის (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა) დადება შეიძლება – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო მაგიდაზე (წყალი პლასტმასის ბოთლით, შეუძლიათ დადონ იატაკზე).
პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ;
ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
პასუხების ფურცელზე დამკვირვებლის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი (რომელიც ემთხვევა მაგიდის ნომერს) თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში დამკვირვებელს მიმართეთ ხელის აწევით.
 
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან:
 
ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. „შპარგალკის“, მობილური ტელეფონის, ე. წ. ტაბლეტის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული იყოს);
წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.
 
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
 
პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და ა. შ.;
გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან გადალაპარაკება;
დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების მიღება;
დახმარების აღმოჩენის/მიღების ან საუბრის შემთხვევაში აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას (გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად შეიზღუდება საგამოცდო პროცესის დროს სექტორის დატოვება ნებისმიერი, მათ შორის, საპირფარეშოში გასვლის მიზნით.
 
გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეთვალყურე შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.

სიახლეები

საია- ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ივანიშვილის რეჟიმის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს...

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა  შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული უცხო...

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ემიგრანტების საარჩევნო ხმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მეუფე საბა სოციალურ ქსელში...

რა მოხდება რეალურად, თუ ყველა ემიგრანტი ხმის მისაცემად ჩამოვა – გიორგი ლუბარეცკის ანალიზი

გიორგი ლუბარეცკი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ახალ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.  "საზღვარგარეთ...