მთავარისიახლეებისაზოგადოებაზვიად კუპრავა შურისძიებაზე საუბრობს, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი აქციებით იმუქრება

ზვიად კუპრავა შურისძიებაზე საუბრობს, მალხაზ მაჩალიკაშვილი კი აქციებით იმუქრება

Published on

ორკვირიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას შესაძლოა, კიდევ უფრო ხანგრძლივი პატიმრობა დაემუქროს.
მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი გამოძიება დაიწყო.
გამოძიება კუპრავას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება, რაც ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პოლიციის მტკიცებით, სამი კვირის წინ ზვიად კუპრავამ სასამართლოს შეაგინა, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. თავად კუპრავა კი მის წინააღდეგ დაწყებულ გამოძიებას შურისძიებას უკავშირებს და ამბობს, რომ მას შს მინისტრმა – გიორგი გახარიამ მრავალათასიანი აქციების ორგანიზება არ აპატია.
გამოძიების დაწყების საფუძველი 12 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტი გახდა. შემთხვევის დროს ზვიად კუპრავასთან ერთად სასამართლოს სასადილოში ზაზა სარალიძეც იმყოფებოდა. ახალი გამოძიების ფარგლებში ის პოლიციის განყოფილებაში დღეს სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა.
მოკლული არასრულწლოვანის მამამ გამომძიებლებს განუცხადა, რომ უცენზურო სიტყვების ადრესატი კონკრეტული მოსამართლე არ ყოფილა და კუპრავას გაღიზიანება სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებამ გამოიწვია.
იმ შემთხვევაში თუ კუპრავას წინააღმდეგ სასამართლო სასჯელის უმკაცრეს ზომას – პატიმრობას გამოიყენებს, მალხაზ მაჩალიკაშვილი აანონსებს, რომ საპროტესტო აქციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იმაზე ადრე დაიწყება, ვიდრე პანკისელებს დაგეგმილი ჰქონდათ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...