წელს კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება

0
444
ერთიანი ეროვნული გამოცდებისას, წელს კონდენციონერი მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება. ეს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პირობას დებდა, რომ კონდიცირების სისტემა წელს ყველა საგამოცდო ცენტრში უნდა ყოფილიყო.
 
 როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აცხადებს,  მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, რომ კონდენცირების სისტემა წელს ყოფილიყო, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყურადღება გამახვილდა რუსთავის საგამოცდო ცენტრზე, სადაც იძალიან რთული ვითარება იყო , რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას. შესაბამისად,   როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ცენტრში იქნება წელს კონდენციონერი.
 
,,გულწრფელად გეტყვით, ეს უსამართლოდ მიმაჩნია, არც მინისტრისთვის დამიმალავს ჩემი აზრი. ასევე ვცადე ამეხსნა, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ კონდენცირებისას – ბევრი ადამიანი ვერ ეგუება კონდენციონერს, თან ეს ხმაურის პრობლემასაც შექმნის სექტორში. რთულია, ყველას სურვილს მოერგო. თუმცა, ამ ეტაპზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდენცირება იქნება“, – აცხადებს მიმინოშვილი.
 
. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხის განხილვა მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც მოხდება. 
 
„ეს გარემოება არის ძალიან ცუდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე აუცილებლად ვისაუბრებთ თუ როგორ შეიძლება ეს უმოკლეს ვადებში მოგვარდეს. ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. გავერკვევი დეტალებში თუ რატომ დადგა ასეთი გარემოება“, – განაცხადა ბახტაძემ. 
 
როგორც ცნობილია, გასული წლების განმავლობაში საგამოცდო ცენტრებში უჰაერობისა და მაღალი ტემპერატურის გამო, აბიტურიენტები და მათი მშობლები გაუსაძლის პირობებსა და კონდენცირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ
წინა სტატიახობელი შლიმანი თვლის, რომ დინოზავრების ეპოქის მოლუსკმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც უნდა დაიდოს ბინა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილის კლოუნადაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური