მთავარისიახლეებიმსოფლიოთავდასხმა მერილენდში, ადგილობრივი გაზეთის რედაქციაზე - დაღუპულია 7 ადამიანი

თავდასხმა მერილენდში, ადგილობრივი გაზეთის რედაქციაზე – დაღუპულია 7 ადამიანი

Published on

7 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა ამერიკის მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, გაზეთ Capital Gazette-ის რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად .  იუწყება.
 
 ტელეკომპანია MSNBC -ის მონაცემებით, ადგილზე ნაპოვნია ფეთქებადი მოწყობილობა, რის საფუძველზეც პოლიცია ასკვნის, რომ თავდამსხმელი მხოლოდ სროლით დაკმაყოფილებას არ აპირებდა.რომ არა პოლიციის ოპერატიული ჩარევა ამ  ბომბის აფეთქების შედეგები კიდევ უფრო კატასტროფული იქნებოდა. 
 
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ლინდსი უოლტერსმა განაცხადა, რომ მერილენდში მომხდარის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.
 
შერიფის, რონ ბეითმენის განცხადებით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ეს არის ადგილობრივი მცხოვრები ჯეროდ რომოსი,საშუალო ასაკის ( 30-40 წლის) თეთრკანიანი მამაკაცი.
 
ამ დროისათვის ცნობილია, რომ  იგი 2012 წლიდან ედავებოდა რედაქციას მის მიმართ გავრცელებული ცილისწამების გამო, მაგრამ მაშინ სასამართლომ უარი ტქვა მისი სარჩელის განხილვაზე. 
 
პოლიცია ამ დროისთვის რედაქციაში მის შესაძლო თანამოაზრეებს ეძებს.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...