მთავარისიახლეებიპოლიტიკასირიის ოპოზიციური ძალების ლიდერმა მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს...

სირიის ოპოზიციური ძალების ლიდერმა მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

Published on

სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ მკაცრად დაგმო ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. 
 
„რამდენიმე დღის წინ სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის“ გენერალური სამდივნოს სხდომის ფარგლებში, ჩვენ გავმართეთ შეხვედრა საქართველოს ელჩთან საუდის არაბეთში, სადაც ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებზე და „წითელ ხაზებზე“, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. ეს პრინციპებია: ერთიანობა, სირიის ტერიტორიული მთლიანობა და სირიელი ხალხის ერთობა. გვსურს, რომ ეს პრინციპები იყოს დაცული როგორც ჩვენს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის „აღიარებას”, – განაცხადა ნასრ ალ-ჰარირიმ. 
 
„უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტი“ აერთიანებს სირიის ოპოზიციურ ძალებს. კომიტეტი ჩართულია გაეროს ხელმძღვანელობით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
 
ამ საკითხე კომენტარი გააკეთა საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში. როგორც გიორგი ჯანჯღავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სირიის ოპოზიციური გაერთიანების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადების გაკეთება არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ფონზე. 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...