მთავარისიახლეებიკულტურახობელი შლიმანი თვლის, რომ დინოზავრების ეპოქის მოლუსკმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც უნდა...

ხობელი შლიმანი თვლის, რომ დინოზავრების ეპოქის მოლუსკმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც უნდა დაიდოს ბინა

Published on

მეცნიერ-მკვლევარი, ისტორიკოსი, არქეოლოგი   გოგიტა ჩიტაია, რომელსაც არცთუ ვიწრო წრეში ხობელ შლიმანს ეძახიან და სულ ახლახან კიდევ ერთხელ გაახარა ფართო მკითხველი თავისი მშვნიერი წიგნით ,, ხობის სიძველენი'' , თავის პირად ფეისბუქგვერდზე  გვაცნობს   ბიოლოგ ვასო გაბუნიას ძალზე მნიშვნელოვან ინიციატივას.
 
 ეს ინიციატივა უკავშირდება ხობის ტერიტორიაზე ნაპოვნ არაერთ ბუნებრივ ქმნილებას, რომელიც,  ბიოლოგის  დასკვნით,  არის  კონკრეციები და სეპტარიები, რასაც წესით ბუნების ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს. 
 
,, ხობის მონასტრის მიდამოებში დიდი რაოდენობით შევნიშნეთ გაქვავებული მოლუსკები – მათ შორის განსაკუთრებით დიდი ზომის კარგად დაცული  ამონიტი, რომელიც  ჯავშნიანი, უხერხემლოთა კლასის თავფეხიან მოლუსკებს მიეკუთვნება. მსგავსი  მოლუსკები დინოზავრების დროს ოკეანეებში ბინადრობდნენ,  ამჟამად კი მათი ნახვა ქვად ქცეული სახით არის შესაძლებელი –  ამბობს ბიოლოგი –  ჩვენი ამონიტები  ძალიან კარგადაა დაცული და,  შესაბამისად,   საინტერესო იქნება დამთვალიერებლებისათვის
 
გოგიტა ჩიტაია თვლის, რომ  სასურველია და აუცილებელიც,   ერთი მაინც დაიდოს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, რამდენადაც  ტურისტებისა და მეცნიერებისათვის ძალიან საინტერესო ექსპონატი იქნება.
 
 
 
,, ვფიქრობთ, აუცილებელია მათი გადატანა უსაფრთხო ადგილას. სამწუხაროდ,  ბუნების ამ იშვიათი საოცრების აღება ჩემს ძალებს აღემატება'' – ამბობს გოგიტა ჩიტაია, მას  იქვე ეხმაურებიან   “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” უფროსი ზვიად ქარჩავა, რომელსაც დიდი გეგმები აქვს   ბოტანიკური ბაღის ფუნქციონალური დატვირთვის გაზრდის მიმართულებით, და ზუგდოდის მერიის კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების უფროსი, ისტორიკოსი ლაშა ჯიქია.   ამ ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით ერთერთი მოლუსკი, იმედია , უახლოეს დროში გადმოინაცვლებს  ამ ბაღში. 
 
  ხობი ყოველთვის იყო სამეგრელოს  (და არამხოლოდ)  დონორი  სიძველეთა დაცვისა და გაზიარების  მხრივ.  რაც შეეხება    იმას, რომ მსგავსი ექსპონატები უფრო ეფექტურად გამოიყურება ბუნებრივ გარემოში,    ხობში სხვაც არაერთი მოლუსკია ნაპოვნი და იქ მათ გოგიტა ჩიტაიას და ვასო გაბუნიას მსგავსი ადამიანების ხელი და თვალი  არასოდეს მოაკლდება. 
 

 
 

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...