მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსწავლეს, რომელიც "მათემატიკის მიმართულებით არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, სულაც არ სჭირდება ლოგარითმული...

მოსწავლეს, რომელიც “მათემატიკის მიმართულებით არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, სულაც არ სჭირდება ლოგარითმული განტოლებების ამოხსნა”-მაია მიმინოშვილი

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, განათლების საკითხებში ექსპერტის, მაია მიმინოშვილის აზრით, უმჯობესია ზოგადი განათლება სკოლებში 9 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვროს.“ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მაგალითად, სრული ზოგადი განათლება სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის, მაგრამ ზოგად განათლებაში რას ვგულისხმობთ, ეს სერიოზულად დასაფიქრებელი საკითხია. მათემატიკოსი გახლავართ და ამ კუთხით გეტყვით – მოსწავლეს, რომელიც მათემატიკის მიმართულებით არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, სულაც არ სჭირდება ლოგარითმული განტოლებების ამოხსნა, რაც ახლა უწევს ატესტატის ასაღებად. მგონია, რომ ადამიანს, რომელიც მათემატიკის განხრით სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, სრულიად საკმარისია რიცხვებით ოპერირება, პროცენტების გამოყვანა, მთელის და ნაწილის ურთიერთობა, გეომეტრიული ფიგურები, მოცულობა და ფართობები ვასწავლოთ – ეს სრულიად საკმარისია. ფიზიკასაც იმისთვის ვასწავლიდი, რომ სამყარო შეიცნოს და არა ისეთი სერიოზული ფორმით, რომელიც მომავალ ფიზიკოსს შეიძლება დასჭირდეს.
 
გამოსაშვები გამოცდების გადატანა, ვფიქრობ, გაცილებით ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება სრული ზოგადი განათლების საფეხურის დასრულებისას და ეს საფეხურიც, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება 10 წლით (კლასით) განისაზღვროს. ეს რთული გასაკეთებელია და თავიდან მოგვიწევს ყველაფრის დაწყება, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანს. ალბათ, დამეთანხმებით, სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ადამიანი მომავალი ცხოვრებისთვის მოამზადა, შემდეგ კი ახალგაზრდამ თავად უნდა აირჩიოს რა სურს – თუ უმაღლეს სასწავლებელში სურს სწავლის გაგრძელება, დარჩენილი 2 წელი შესაბამის საგნებზე გააკეთოს კონცენტრირება, თუ პროფესიული მიმართულება იზიდავს, ორ წელიწადში ამასაც შესანიშნავად შეძლებს. ცხადია, ამას ეროვნული სასწავლო გეგმის სერიოზული გადახედვა და ცვლილება სჭირდება, ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობაც“, – აცხადებს მიმინოშვილი.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...