მთავარისიახლეებისაზოგადოებამაია მიმინოშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტებს მიმართავს

მაია მიმინოშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტებს მიმართავს

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ, აბიტურიენტებს მიმართავს. 
„პირველ რიგში აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ნუ ინერვიულებენ, ეს ხელს უშლით მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები; მაქსიმალურად კეთილგანწყობილები დავხვდებით. უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ამ დარჩენილ რამდენიმე დღეში არაერთხელ შევიდნენ საკუთარ გვერდზე და შეამოწმონ, რომელ საათზე და რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა მივიდნენ. დაგვიანება უმტკივნეულესია ჩვენთვისაც და მათთვისაც. ზედმეტ ნივთებს ნუ მოიტანენ და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ტელეფონებთან დაკავშირებით. აბიტურიენტს თუ ტელეფონი აღმოაჩნდა, ის ავტომატურად, გაფრთხილების გარეშე, იხსნება საგამოცდო ცენტრიდან და რაც მთავარია, მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ, რომ თავიანთი ცოდნა წარმოაჩინონ“, – მიმართავს მიმინოშვილი აბიტურიენტებს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისიდან იწყება. 

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...