მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს დილიდან ქალაქის ნაწილს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს დენი არ მიეწოდებათ, მიზეზი...

დღეს დილიდან ქალაქის ნაწილს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს დენი არ მიეწოდებათ, მიზეზი ივანიშვილის ხის ტრანსპორტირებაა

Published on

დღეს დილიდან ქალაქის ნაწილს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს დენი არ მიეწოდებათ, მიზეზი ივანიშვილის ხის ტრანსპორტირებაა. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად სოფელ ორსანტიიდან 5 ხე მიაქვთ. იშვიათი ჯიშის კიპარისების გადაადგილების გამო  მოხსნილია საგზაო ნიშნები, გადაბელილია ხეები და პარალიზებულია მოძრაობა ზუდიდი-ანაკლიის გზაზე. მგზავრები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელშიც გამოთქვამენ იმის გამო, რომ გზაზე დიდი ხანი უწევთ ყოფნა. ხის გადატანის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სფეროს ათეულობით მუშა ჯგუფი. ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანას ზუგდიდში მუდმივად ახლავს პრობლემები. ამ დროს მოსახლეობა ელ.ენერგიის გარეშე რჩება, იზღუდება მოძრაობა, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, საგზო ნისნები, ზიანდება ელექტრობოძები, უმცა გამკითხავი არავინაა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...