მთავარისიახლეებიპოლიტიკა„აი, ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან" - მიხეილ...

„აი, ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება.საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 8 წელი მიესაჯა, თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილს 6 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.მიხეილ სააკაშვილმა შორენა გუნცაძის განაჩენს პოლიტიკური მასკარადი უწოდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, სასამართლოს პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილმა მისცა იმისთვის, რომ მთავარი პოლიტიკური მეტოქე ჩამოიცილოს. „აი, ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან და ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან. შეუძლებელია, რომ ამ პროცესს ვუწოდო სამართლებრივი. სამართალთან ამას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც მე მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია საერთოდ საქართველოში. გაიხსენეთ კოსტუმების საქმე, გაიხსენეთ სამარცხვინო საქმე საპრეზიდენტო შეწყალების, რომელსაც ყველამ დასცინა და ახლა, ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე ჩემი გასამართლება და მისჯა 6 წლის, ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილს უნდა, რომ მე საქართველოში არ დავბრუნდე. ის გააკეთებს ყველაფერს, რათა მე, როგორც ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვერ ჩამოვდიოდე საქართველოში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.მიხელ სააკაშვილის თქმით, ვალერი გალაშვილის საქმის მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძე იყო, რაც პირდაპირ ადასტურებს პოლიტიკურ შურისძიებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისთვის პატიმრობის შეფარდება, ივანიშვილთან ერთად პუტინის პოლიტიკურ ინტერესებშიც შედის.„მთავარი მოწმე იყო ნინო ბურჯანაძე, პუტინის კონკრეტული მარიონეტი საქართველოში. მან ეს ჩვენებები მისცა პუტინთან ვიზიტების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე მეტად და ალბათ, მსოფლიოს მასშტაბით პუტინს ვაღიზიანებ მე, ეს არის მისი არაერთი გამოსვლა, მათ შორის, თუნდაც, რამდენიმე დღის წინანდელი. საქართველოში ივანიშვილი, ერთი მხრივ, ასრულებს პუტინის დაკვეთას, რომელიც პუტინს საჯაროდ აქვს გაცხადებული და მეორეს მხრივ, ცდილობს გაიხანგრძლივოს მის მიერ ქართველი ხალხის ძარცვა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...