მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები აგარასთან ავტოავარიაში მოყვნენ

თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები აგარასთან ავტოავარიაში მოყვნენ

Published on

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
 
გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები არიან გაბ­რი­ელ გვარ­ჯა­ლა­ძე და გიგო გა­რა­ყა­ნი­ძე. ორი­ვე მათ­გა­ნი 45 წლამ­დე ასა­კი­საა.
 
ამავე უწყების თანამშრომელია მესამე პირიც, რომელიც სასწრაფო-დახმარების ბრიგადის მიერ გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც ე სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა განაცხადა, 36 წლის  პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. უფრო კონკრეტულად, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების დაზიანება ცხვირის არეში, ასევე იდაყვის ძვლის ტრავმა, თუმცა, ყაზაიშვილის განცხადებით, მისი სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულია და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
 
თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­დნენ და შემ­თხვე­ვის დროს ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­მი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, სა­დაც ავა­რი­ის წინა დღეს, მე­ზობ­ლე­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე ჩა­ვიდ­ნენ. გვარ­ჯა­ლა­ძე და გა­რა­ყა­ნი­ძე სო­ფელ­ში და-ძმა მა­ხა­რა­ძე­ე­ბის პა­ნაშ­ვიდ­ზე იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოთხი დღის წინ – 23 ივ­ნისს ზეს­ტა­ფონ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლნენ.
 
გარდაცვლილების ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოძრაობდნენ, ტრაილერს შეეჯახა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა.
 
 

 
 
 
.
 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...