მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში დაგეგმილი ჩაიშალა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში დაგეგმილი ჩაიშალა

Published on

გალში  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი  შეხვედრა ჩაიშალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განუცხადა. ანთაძის თქმით, შეხვედრის მონაწილე აფხაზმა და რუსმა მხარეებმა განაცხადეს, რომ თუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს განსახილველი საკითხების ნუსხიდან არ ამოიღებდნენ, მოლაპარაკების მაგიდას დატოვებდნენ, რასაც ქართული მხარის მხრიდან უარი მოყვა, რის შემდეგაც მათ შეხვედრა დატოვეს. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს არ აქვს კითხვაზე პასუხი, გაგრძელდება თუ არა შეხვედრები გალში. ასევე ანთაძემ არ იცის შეიცვლება თუ არა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი.
დღევანდელი შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33 კაციანი სია გახდა, სადაც იადამიანები წერია, რომლებსაც ქართული სახელმწიფო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევას, წამება-მოკვლას ედავება.

სიახლეები

მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადაეცა

რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს, ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ...

ენგურჰესიდან წყლის გაშვების შედეგად სოფელი ტყაია დაიტბორა

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და...

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...