მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკის კონგრესში საქართველოს კიდევ ერთი მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა

ამერიკის კონგრესში საქართველოს კიდევ ერთი მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა

Published on

ამერიკის კონგრესში საქართველოს კიდევ ერთი მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ, კონგრესს უკვე წარედგინა.
 
საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენა ვაშინგტონში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს დაემთხვა.
 
კონგრესმენების, ტედ პოს და ჯერი ქონოლის მიერ კონგრესის ქვედა პალატაში დღეს წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ, ასევე ქართველი ხალხის უფლებაზე, განსაზღვროს მისი მომავალი და უსაფრთხოების პერსპექტივა.
 
საკანონმდებლო ინიციატივა მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხელი შეუწყოს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას. მხარდაჭერილია ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. საკანონმდებლო ინიციატივა ხაზს უსვამს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. პროექტში საუბარია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.
 
„კონგრესი მკაფიოდ უნდა გამოხატავდეს საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის მიმართ ჩვენს ვალდებულებებს. ასევე ხაზს უსვამდეს, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია უცხო ძალის – რუსეთის მიერ. ეს მიუღებელია და შეერთებული შტატები არ იზიარებს რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი-მესამედის წაღებას,”- აცხადებს საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი ტედ პო.
 
პარალელურად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს.
 
კონგრესის ქვედა პალატაში წარმოდგენილ აქტში ხაზგასმულია საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებზე პროგრესის აუცილებლობაც. პარლამენტის თავმჯდომარე ამ თემაზე სასაუბროდ დღეს კონგრესმენებს, პიტერ როსკამს და დევიდ ფრაისს შეხვდა. მათ წერილით მიმართეს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
 
„გვჯერა, რომ ვაჭრობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით და გარდა ამისა ის კიდევ უფრო დაახლოვებს ჩვენს ორ ქვეყანას. კარგია შეერთებული შტატებისთვის და საქართველოსთვის, რომ სავაჭრო ბარიერები შემცირდება და გვექნება არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები, არამედ უფრო ძლიერი პოლიტიკური და სტრატეგიული ალიანსი,“-აცხადებს კონგრესმენი პიდერ როსკამი. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...