მთავარისიახლეებისაზოგადოებახურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა

Published on

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.ოკუპაციის მუზეუმი ხურჩაში იმ შენობაში გაიხსნა, სადაც სოფლის ბიბლიოთეკაა, რომელიც ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განახლდა და აღიჭურვა.მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის “ოკუპაციის მუზეუმები გურიასა და სამეგრელოში” ფარგლებში შეიქმნა.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მუზეუმებში განთავსდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
„ზუსტად, ერთი წლის წინ, ხურჩაში ვიზიტისას დაიბადა იდეა, რომ ხურჩაში გახსნილიყო ოკუპაციის მუზეუმი, ვინაიდან ეს ადგილი კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებული, სიმბოლური დანიშნულებისაა. ხურჩაში, ერთერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული ინციდენტი- ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი, სწორედ ოკუპაციის მუზეუმიდან რამდენიმე მეტრში მოხდა და ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა აქ მცხოვრებმა და ამ სოფლის სტუმარმა, იცოდეს მეტი ოკუპაციის შესახებ, მუდმივად არსებობდეს ოკუპაციაზე დისკუსიის სივრცე. ამიტომ ჩვენ პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით არაერთი ოკუპაციის მუზეუმი გავხსენით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...