მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი მექვაბიშვილი - ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება

ირაკლი მექვაბიშვილი – ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება

Published on

გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში კრიპტოვალუტებით დაფინანსების პრეცედენტები ფიქსირდება. როგორც მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციაზე "ფული პოლიტიკაში" განუცხადა, კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. "ასეთი პრეცედენტები არის და ერთ-ერთ საკითხად ჩავრთეთ ეს თემა. კრიპტოვალუტის საკითხი გამჭვირვალობის თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს ამ კუთხით",- განაცხადა მექვაბიშვილმა. მისივე თქმით, აუდიტის სამსახური ძალიან აქტიურად მუშაობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის კუთხით და პროცესები არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. "ვმუშაობთ კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. პრობლემები არის ძირითადად ტექნიკური ხასიათის, რომელიც დაკავშირებულია ძირითადად ვადებთან",- განაცხადა მექვაბიშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...