მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღეს მთავრობაში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია'' მტკიცდება

დღეს მთავრობაში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” მტკიცდება

Published on

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” 33 ადამიანი არის შეყვანილი. პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად, მთავრობამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელსაც განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე, დღეს დაამტკიცებენ. 
 
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეყვანილი არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები, რომლებიც მხილებულები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ დანაშაულებებში, როგორიცაა მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა.
სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცველი უწყებები აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 
 
მისი თქმით, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს სიაში შემავალი პირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყველა შეზღუდვის დასაწესებლად და სამართლის აღსასრულებლად.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...