მთავარისიახლეებიპოლიტიკაბახტაძის განცხადებით, სამინისტროების შერწყმით დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების...

ბახტაძის განცხადებით, სამინისტროების შერწყმით დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებასმოხმარდება

Published on

პრემიერის რანგში მამუკა ბახტაძე პირველი მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიას მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ესაუბრა. მამუკა ბახტაძემ განცხადებები საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ბახტაძემ სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების შედეგი გაასაჯაროვა, თუმცა არ დააკონკრეტა სახელები და გვარები, რომლებიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში მინისტრის პორტფელს ჩაიბარებენ. 
 
პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებით  14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო რჩება და  და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქმნება. , კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეერწყმება, 
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო –  იუსტიციის სამინისტროს, რელიგიის სააგენტო – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს,   ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია გადანაწილდება სამ უწყებაზე , კერძოდ,  დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციაში, მიგრაციის კომპონენტს შს სამინისტრო შეითავსებს, სოციალური პოლიტიკა კი ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.
 
„დარწმუნებული ვარ ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში.
 
შემცირდება სამთავრობო  ხარჯები და ეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჩამოვა 3.9 %, ჩვენთვის ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჯერი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ“-განაცხადა ბახტაძემ.
 
მისი თქმით, დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები მოხმარდება ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას..

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...