მთავარისიახლეებისაზოგადოება28 ივნისს სამეგრელოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

28 ივნისს სამეგრელოში ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს

Published on

სინოპტიკოსების ცნობით დღეს ზუგდიდში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  32  გრადუსს მიაღწევს,  თუმცა საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.  ამ ნიშნულს გადაცდება და 33 – 36  გრადუსამდე ავა  ტემპერატურა ხვალაც, რასაც ოდნავ დააბალანსებს საღამოს მოსალოდნელი მცირე წვიმა.
 
უფრო დიდი სიცხე გველოდება ხუთშაბათს, 30 ივნისს.  ს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ,ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს
 
29-30 ივნისს ტემპერატურა კვლავ  30-35 გრადუსამდე დაიკლებს ., მაგრამ ეს დიდი შეღავათი არ არის მცენარეული საფარისათვის, რომელიც დიდი ხანია წვიმას საჭიროებს.
სოციალურ ქსელებში ხუმრობენ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, მოსავლის გადასარჩენად  ძველი წვიმის გამოსახმობი რიტუალი დაგვჭირდება, იქნება ეს ციმუაშ  ხვამა თუ ძივავობა- კენჯა  ანუ  გონჯა-ლაზარობა.  სიფრთხილე მართებთ ბაყაყებსაც,   სანამ წვიმა არ მოსულა და მორწყვით გაბეზრებული  მოსახლეობა მათ არ დარევია. 
 

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...