მთავარისიახლეებისაზოგადოებაზვიად კუპრავა თავისუფალია

ზვიად კუპრავა თავისუფალია

Published on

კუპრავას თქმით, მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა მათი საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის.„ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო მუხტის დახშობა, რომელიც რუსთაველზე იყო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, ვინც იმ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზ​ე ებრძოდა სისტემას და ებრძოდა სამართლიანობას. ამ ბრძოლამ, შეუპოვრობამ, უკან რომ არ დავიხიეთ, რომ ვერ მოგვისყიდეს და ვერ დაგვაშინეს, ამან თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა”, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი 11 ივნისს დააკავეს. როგორც შსს-მ მაშინ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
12 ივნისს სასამართლომ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს სხდომის დროს, სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა სასადილოდან დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...