მთავარისიახლეებისაზოგადოებაწეროვანთან დასავლეთის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. მსხვერპლი არ არის

წეროვანთან დასავლეთის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. მსხვერპლი არ არის

Published on

წეროვანთან  სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების 16 ადამიანია დაშავებული. პრივე ავტომანქანა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.  მსხვერპლი არ არის. დაშავებულების ნაწილი უკვე გადაიყვანეს მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში . დანარჩენები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებში გადაჰყავთ.- აცხადებენ “ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში
 
როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ლაშა ბუთურიშვილი  აღნიშნავს; , „ამ დროისთვის კლინიკაში  მოთავსებულია 11 პაციენტი. ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ წუთებში მიმდინარეობს გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის მუშაობის აღდგენა, რადგან დაფიქსირებული იყო გულის გაჩერება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მიმდინარეობს კვლევები“, – განაცხადა ბუთურიშვილმა. 
ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.
 
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
 
.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...