მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. "ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ გამარჯვება. 
 
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რათა უზრუნველყონ სამომავლო კეთილდღეობა და წარმატება. 
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ თქვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული წინსვლის მომსწრენი გავხდით. მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში თურქეთის რესპუბლიკა წარმატებული განვითარებისათვის ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ჩვენი ერები ყოველთვის ერთად იდგნენ ახალი მიღწევების და კეთილდღეობის სადარაჯოზე.
ჩვენი მტკიცე პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ არაერთ წარმატებას, ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
 
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდ წარმატებას ყველა სამომავლო საქმიანობაში, რომელსაც მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის წამოიწყებთ", – აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში.
 
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 52 %-ით, კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

სიახლეები

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...

ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მანქანა ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია...