მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიგა ბოკერია პროკურორ ზვიად ფხაკაძეს კომისიისადმი უპატივცემლობაში ადანაშაულებს

გიგა ბოკერია პროკურორ ზვიად ფხაკაძეს კომისიისადმი უპატივცემლობაში ადანაშაულებს

Published on

პარლამენტში ის ხორავას ქუცაძე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.   სხდომაზე საქმისმ პროკურორს ზვიად ფხაკაძეს  კითხვებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები უსვამენ.
 
სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიასა და პროკურორ ზვიად ფხაკაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ფხაკაძემ დეპუტატების ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კითხვების დროს მოითხოვა, რომ შეკითხვების ავტორებს მისთვის პასუხის ბოლომდე გაცემის შესაძლებლობა მიეცათ. „ევროპული საქართველოს“ წევრები, მათ შორის გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ მიმდინარეობს პროკურორის დაკითხვა და ვინც კითხვას სვამს, სწორედ მისი გადასაწყვეტია არის თუ არა დამაკმაყოფილებელი პასუხი. 
 
„ბატონი ზვიადი, დილიდან ცდილობს და უპატივცემულობას იჩენს კომისიის მიმართ. ის ცდილობს ათას მეორეხარისხოვან დეტალზე ყურადღების გამახვილებას, კითხვებზე პასუხის არგაცემას და დისკუსიაში ცდილობს შესვლას ადამიანი, რომელიც არის დაკითხვაზე დაბარებული. მან უნდა გასცეს პასუხი კითხვებს. თუ ვინმეს არ მოსწონს პროკურორის პასუხი, შეუძლია გადავიდეს შემდეგ კითხვაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.
 
გიგა ბოკერიამ ზვიად ფხაკაძის მისამართით აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას იკვლევს, პოლიტიკური დებატები არ უნდა გაიმართოს.
„აქ ნუ გვითრევთ პოლიტიკურ დებატებში თქვენ და თქვენი შეფასებები და მორალის კითხვა, არ გვაინტერესებს ჩვენ… იყავით ჩუმად, როცა არ გისვამენ კითხვას,“ – მიმართა მან ფხაკაძეს 
 
საგამოძიებო კომისიის წევრებს აინტერესებთ, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დაკითხეს თუ არა ის მოწმეები, რომლებიც მედიასთან მიცემულ კომენტარში ამბობდნენ, რომ დაინახეს, რაც მოხდა.
 
„გთხოვთ გაიხსენოთ, როდესაც გეგმავდით, თვითმხილველების დაკითხვას, რატომ თქვით უარი ფასეული თვითმხილველების დაკითხვაზე,“ – ამ კითხვით საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი აბესაძემ შს სამინისტროს წარმომადგენელს მიმართა.
საქმის გამომძიებლის კახა სირაძის თქმით, კამერებიც დამუშავებულია და დათვალიერებულია.
 
კახა სირაძეს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემაც მიმართა და სთხოვა გაეხსენებინა, დაკითხეს სწორედ ის პირები, რომლებიც ინტერვიუში ამბობენ, რომ დაინახეს, რა მოხდა.
„საქმეში ამ ორი ადამიანის ჩვენება არ არის და ბატონი ირაკლი გეკითხებათ, რომ ეს ხალხი დაკითხული იყო და საქმეში მათი ჩვენება არ არის, თუ არ იყო დაკითხული, თუ არ იყო დაკითხული, რატომ არ იყო დაკითხული,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
კახა სირაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რას შეცვლიდა აღნიშნული მოწმეების დაკითხვა. „რას შეცვლიდა ისეთს ან თუ დაიკითხებოდა, იმავე დღეს არ დაიკითხებოდა, რამდენიმე დღის შემდეგ დაიკითხებოდა. რას მისცემდა ისეთ რაღაც გარემოებებს, რაც ძიების მიმდინარეობისას ცნობილი არ გახდებოდა ან რაღაცას შეცვლიდა,“ – განაცხადა მან.
 
დღეს ზვიად ფხაკაძეს თავის მარეთლება მოუხდა იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა მირზა სუბელიანთან.
მსგავსი არაფერი მომხდარა, განაცხადა მან  – არანაირი კონტაქტი არ მქონია და ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილეობდა სუბელიანის შვილიც, ეს უშუალოდ დაკითხვის დროს,  უფრომზუსტად დაკითხვამდე ნახევარი საათით ადრე შეიტყო. 
 
„ამის შესახებ ინფორმაცია მივიღე, როდესაც ა.ს. იკითხებოდა, შესაძლოა ნახევარი საათით ადრე. თავად მირზასთან მე არანაირი კონტაქტი არ მქონია. ვნახე, რომ იკითხებოდა მამასთან ერთად, თუმცა კომუნიკაცია არ მქონია“, – განაცხადა ფხაკაძემ. 
 
შსს-ს წარმომადგენელი, კახა სირაძეც აცხადებს, რომ მანაც დაკითხვის დროს შეიტყო აღნიშნულის შესახებ. 

სიახლეები

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

20 მაისს "დაფიონის" მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც...

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის...

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი -კობახიძე

არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების...