მთავარისიახლეებიკონფლიქტებისამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Published on

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე „სახელმწიფო საზღვრის განმეორებით დარღვევისთვის“ დააკავეს. ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება.
მათი ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ მერეთის მკვიდრი, 22 წლის გიორგი გორგიშელი 20 ივნისს სოფელ ქსუისის მახლობლად დააკავეს. „ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გორგიშელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...