მთავარისიახლეებიპოლიტიკარა საიდუმლო გამჟღავნდა თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესზე პრეზიდენტ სააკაშვილის ,,მასაჟებთან'' დაკავშირებით

რა საიდუმლო გამჟღავნდა თემურ ჯანაშიას სასამართლო პროცესზე პრეზიდენტ სააკაშვილის ,,მასაჟებთან” დაკავშირებით

Published on

როგორ  მუშაობდა ,,ბიძინა ივანიშვილისა და კომპანია'' პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანტიპიარზე, რომელმაც ოლიგარქის უპირობო მხარდამჭერებსა და  მალერმრწმენ ადამიანებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და ახდენს დღემდე, თუმცა კი ამ შეთითხნილ საქმეებს დღითიდღე ეცლება საფუძველი.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში  სახელმწიფო დაცვის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორ თემურ ჯანაშიას საქმის განხილვაზე   მისმა ადვოკატმა თავად თემურ ჯანაშიას საწინააღმდეგო რეაქციის მიუხედავად, სასამართლოს მაინც გაუმხილა: 
 საიდუმლო, რომელიც ამხელს დღევანდელი ხელისუფლების ინსინუაციებს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასთან დაკავშირებით. ეს საიდუმლო ეხება 
 
მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ოფიციალური პირების- მინისტრების არაოფიციალურ ყოფნას  ავსტრიის საკურორტო სასტუმროში, რომელიც  სასამართლო საქეებში ბრალდების მხარის მიერ მოყვანილია როგორც პრეზიდენტის  მფალანგველობის დამადასტურებელი არგუმენტი. 
 
დოკუმენტებში მითითებულია, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში გაჩერდა საქართველოს დელეგაცია. ეს ხარჯები გაფლანგვის დოკუმენტებშია ჩათვლილი .
 
 პროცესზე გაირკვა, რომ ამ სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში, სრულიად საიდუმლოდ, არაოფიციალურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან, გაზის დაბალ ფასად მოწოდების თაობაზე.
 
ამ მოლაპარაკებებიდან ერთ თვეში გაფორმდა კონტრაქტი – საქართველოსთვის გაზის იაფად მიწოდების შესახებ.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...