მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყება

Published on

თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდა. 18 ივნისს რეგისტრაციის პირველ ეტაპზე 3 000-ამდე აღსაზრდელი დარეგისტრირდა, ხოლო დღეს საყოველთაო რეგისტრაციისთვის 11000-ზე მეტი ადგილია დარჩენილი.„რეგისტრაციის მსურველები უნდა შევიდნენ kids.org.ge-ზე, სადაც გახსნიან აპლიკაციას და მისი შევსების შედეგად დაარეგისტრირებენ ბავშვს. რაც შეეხება ადგილებს, წელს საერთო ჯამში 15 000-მდე ადგილი გვაქვს. წინა წელთან შედარებით ადგილების რაოდენობა 3 000-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.ჟურნალისტების კითხვაზე, იქმნება თუ არა საიტზე ტექნიკური პრობლემები, რის გამოც მშობლები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს გარკვეულ უბნებში მდებარე ბაღებზე მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული. „არის ბაღები, სადაც მოთხოვნა მაღალია, თუმცა ბაღი ყველას ვერ დააკმაყოფილებს. ეს ბაღებია ძირითადად საბურთალოზე, ვაკის რაიონში, ჩუღურეთში და ა.შ. აქედან გამომდინარე, წარმოიშვება სწორედ ეს უკმაყოფილება. როცა არის 300 – ადგილიანი ბაღი, იქ 500 ბავშვს ვერ მივიღებთ. ასე რომ, ეს ტექნიკური პრობლემა არ არის,“ – განაცხადა გვანცელაძემ.მისივე თქმით, ამ ეტაპზე თითო ჯგუფში საშუალოდ 45 ბავშვია გათვალისწინებული.ჯგუფში გადატვირთულობის პრობლემასთან დაკავშირებით გვანცელაძემ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მუშაობა გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფში 45-ს გადააჭარბებს, მისი თქმით, გაიზრდება აღმზრდელებისა და მათი თანაშემწეების რაოდენობა.
„პირდაპირ გეტყვით, რომ ვმუშაობთ გადატვირთულობის საკითხზე. ამისათვის ვაშენებთ ახალ კორპუსებსა და ახალ ბაღებს. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც ბევრი ბავშვია ჯგუფში, იქ ჩვენ ამის საშუალებას აუცილებლად გვაძლევს სივრცე და ამასთანავე ვამატებთ აღმზრდელებს და აღმზრდელის თანაშემწეებს. ასეთ დროს მხოლოდ ორი აღმზრდელი არ არის ჩართული სააღმზრდელო პროცესში,“ – განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.მისი ინფორმაციით, 9 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ორ ბაგა–ბაღს კი ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება. გვანცელაძის თქმით, მომავალ წელს კიდევ 10 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე, 18 ივნისს რეგისტრაცია გაიარეს სოციალურად დაუცველმა 100 000 -ზე დაბალი ქულის მქონე ოჯახების შვილებმა, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებმა იმ ოჯახის ბავშვებმა, რომელთა დედმამიშვილები სკოლამდელ დაწესებულებაში უკვე არიან დარეგისტირებული და ასევე 2015 წლის 13–14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებმა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...