მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკა ბესელიას არ ვენდობი, ჩემი შვილის საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა- სარალიძე

ეკა ბესელიას არ ვენდობი, ჩემი შვილის საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა- სარალიძე

Published on

კარგია, რომ როგორც იქნა მომეცემა შესაძლებლობა, ეკა ბესელიას პირისპირ შევხვდე და ვუთხრა, რაზეც ვარ განაწყენებული, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა.მისივე თქმით, ბესელიამ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავისი განცხადებებით პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა."დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ინფორმაციასაც ვფლობ. გამოძიებამ არაფერი გააკეთა. არ დაიჭირა მკვლელები. ფაქტობრივად, არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ყველაფერი არის უკვე გაჟღერებული. კომისიისგან დადებითი მოლოდინი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ვითანამშრომლებდი მასთან. რაც შეეხება ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობდლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. პოლიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე თავისი განცხადებებით", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომა რამდენმე წუთის წინ დაიწყო, თუმცა მას ეკა ბესელია არ ესწრება. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...