მთავარისიახლეებიპოლიტიკა2012 წლისგან განსხვავებით დღეს ენთუზიაზმი, შემართება და მუხტი არის გაცილებით დაბალი -...

2012 წლისგან განსხვავებით დღეს ენთუზიაზმი, შემართება და მუხტი არის გაცილებით დაბალი – დავით უსუფაშვილი

Published on

ხელისუფლება რაღაც ხვრელების ამოვსებას ცდილობს, რომ ნავი წყლით არ აივსოს, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. 
„რაც 6 წელიწადში ვერ გაკეთდა, ის ორ წელიწადში ვეღარ გაკეთდება, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა 2012 წლისგან განსხვავებით დღეს ენთუზიაზმი, შემართება და მუხტი არის გაცილებით დაბალი. დღეს ხელისუფლება ცდილობს რაღაც ხვრელების ამოვსებას, რომ ნავი წყლით არ აივსოს. თუ ახლა ვინმე მიზნად დაისახავს, რომ ორ წელიწადში ჯადოსნური ჯოხით სასწაული მოახდინოს, ეს ვერ მოხდება. საჭიროა ხელისუფლებას ჰქონდეს რეალისტური, ზომიერი და მიღწევადი ამოცანები. ეს ამოცანებია სტაბილურობის შენარჩუნება 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...