მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე: მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის...

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე: მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,

Published on

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომაზე დასასწრებად მღვდელმთავრები უკვე შევიდნენ. ისინი ჟურნალისტებთან აცხადებდნენ, რომ მათთვის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უცნობია.
 
მე ველოდები, რომ უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მოტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იქნება თუ არა მეუფე შიოს თანამოსაყდრეობის საკითხზე მსჯელობა სინოდის დღევანდელ სხდომაზე.
 
ამასთან, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ბევრი საკითხი დაგროვდა, რაზეც სინოდს არ უმსჯელია.
 
"ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა 8 თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე ვნახოთ, კრებას დაველოდოთ. სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ საკითხები იქნას განხილული", – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

უკვე დიდი ხანია სინოდის სხდომა არ შემდგარა, ალბათ, საკითხები დაგროვდა ეკლესიაში და ამაზე იქნება მსჯელობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ საპატრიარქოში შესვლამდე განუცხადა.
მეუფის განმარტებით, წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები მისთვის უცნობია. 
 

კითხვაზე, დაუშვა თუ არა პატრიარქმა შეცდომა თანამოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელებასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა ასე უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში“.
 
 
 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...