მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოდის სხდომა დასრულდა. მეუფე პეტრე ს კომენტარები სინოდის გადაწყვეტილებაზე

სინოდის სხდომა დასრულდა. მეუფე პეტრე ს კომენტარები სინოდის გადაწყვეტილებაზე

Published on

ჭყონდიდელმა მიტროპილიტმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ   განუცხადა,  რომ , როგორც მოსალოდნელი იყო – მეუფე შიო, დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

 
მისივე თქმით, მეუფე შიოს მოსაყდრეობა ლეგიტიმურად მიაჩნია.
 
გარდა ამისა, პეტრე ცაავას განმარტებით, სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც იყო მსჯელობა.
 
"ვიმსჯელეთ და აქაც ძალიან გონივრული პოზიციაა წმინდა სინოდის მხრიდან, რომ ამ თემაზე ვიფიქრებთ. ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია", – განაცხადა მეუფე პეტრემ.
 
კითხვაზე: მხარს დაუჭერს, თუ არა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს საქართველო, პეტრე ცაავას განმარტებით, ეს სკითხი ასე არ დგას.
 
" საკითხი ჯერ ასე არ დგას. ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს. უამრავი შეკითხვაა და ჩვენც ასევე, პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკარაინას, 49 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა ქმა უნდა, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესუალურად ეგ საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება", – განაცხადა მეუფე პეტრემ.
 
 სინოდის დღევანდელ სხდომაზე მეუფე შიო დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია. 
 
„არაფერი შეცვლილა, ყველაფერი დარჩა ისევ ისე. უბრალოდ, ის დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით და მივულოცეთ“, – განაცხადა .მეუფე ზოსიმემ
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...