მთავარისიახლეებისაზოგადოებაკელასურის შესართავში ორი სოხუმელი სტუდენტი დაიხრჩო

კელასურის შესართავში ორი სოხუმელი სტუდენტი დაიხრჩო

Published on

სოხუმში დღეს დილას მყვინთავებმა ზღავში მდინარე კელასურის შედინების ადგილას სოხუმის უნივერსიტეტის ორი სტუდენტის ცხედარი იპოვეს.  ბიჭები გუშინ ნაშუადღევს  გაუჩინარდნენ თვითმხილველთა თვალწინ და მთელი ეს პერიოდი   მთელი სოხუმი დაძაბული ადევნებდა თვალს სამაშველო სამსახურის საძიებო სამუშაოებს
 
როგორც დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი მიზან ლომია აცხადებს , მყვინთავებმა ცხედრები შესართავშივე იპოვეს, სავარაუდოდ, სტუდენტები მორევმა ჩაითრია
 
თვითმხილველების შეტყობინებით, რომელიც საგანგებო სამსახურში გუშინ 15:45 წუთზე შევიდა, ახლგაზრდები პიკნიკზე იმყოფებოდნენ, შემდეგ ზღვაში შევიდნენ, რა დროსაც ისინი ძლიერმა დინებამ წაიღო. ერთერთი ვერსიით ბიჭები წყალში მეგობარი გოგონას საშველად შევიდნენ და შეძლეს მორევისთვის გამოეტაცათ იგი, თუმცა თავად ვერ გამოვიდნენ და იქ მყოფთა თვალთახედვიდან გაქრნენ. 
 
მათ ძებნაში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, კატერები და შვეულმფრენი, მთელი სანაპიროს გასწვრივ ბიჭებს ეძებდნენ უბრალო მოქალქაეებიც. 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...