მთავარისიახლეებისამართალიევროსასამართლოს საქართველოსადმი მეტი კითხვები აქვს , ვიდრე აზერბაიჯანისადმი - ვინ, როგორ...

ევროსასამართლოს საქართველოსადმი მეტი კითხვები აქვს , ვიდრე აზერბაიჯანისადმი – ვინ, როგორ და რატომ მოექცა ასე აფგან მუხთარლის?

Published on

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვით მიმართა, – ამის შესახებ მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, ქვეყნებს სასამართლოსთვის პასუხების გასაცემად ვადა 31 ივლისამდე განესაზღვრათ.
 
ადვოკატის თქმით, სახელმწიფოებმა უნდა უპასუხონ, თუ რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირირებული უფლებები. ჩოფიკაშვილის განმარტებით, ქართულ მხარეს ევროსასამართლოს კითხვების გაბათილება ძალიან გაუჭირდება. 
 
ამასთან, იურისტ ნიკოლოზ ლეგაშვილის განცხადებით, შეკითხვები ეხება მათ შორის შესაძლო გატაცებას.
 
"შეკითხვები ეხება ისეთ დეტალურ მომენტებსაც კი, როგორიცაა გატაცება, მაგალითად, ხომ არ მოხდა ჟურნალისტის იძულებით გაყვანა საქართველოდან, ამაში მონაწილეობდნენ თუ არა ე.წ. აგენტები, ასევე ხომ არ მოხდა მისი ოჯახური უფლების დარღვევა, ხომ არ იყო დარღვეული მისი უსაფრთხოების უფლება, მისი იძულებითი გაყვანა საქართველოდან ხომ არ მოხდა ისე, რომ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონოდა ადგილი და ა.შ. ანუ საკითხი ეხება მისი გატაცების საკითხს და იმ დროს მიმდინარე პროცედურებს", – განმარტა იურისტმა. 
 
მისივე განმარტებით, ქვეყნებს სასამართლოს კითხვებზე პასუხების გაცემის ვალდებულება აქვთ.
 
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.
 
2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...