მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს სინოდის სხდომაზე განიხილება კრიზისი საპატრიარქოში და მოსაყდრე შიოს დანიშვნის...

დღეს სინოდის სხდომაზე განიხილება კრიზისი საპატრიარქოში და მოსაყდრე შიოს დანიშვნის კანონიერება, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი

Published on

7-თვიანი ლოდინის შემდეგ დღეს სინოდის სხდომა გაიმართება. კრიზისი საპატრიარქოში და მოსაყდრე შიოს დანიშვნის კანონიერება იქნება ის მთავარი საკითხები, რაზეც 46 მღვდელმთავარი იმსჯელებს.
 
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელების შემდეგ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები პირველად იკრიბებიან. არ არის გამორიცხული, უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭიროს და მაღალ-ყოვლად-უსამღვდელოესი შიო პატრიარქის მიერ მინიჭებული სტატუსის გარეშე დარჩეს.
 
მღვდელმთავრები სავარაუდოდ გვერდს ვერ აუვლიან დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხსაც. შიდა თემების გარდა, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება აქვს მისაღები საგარეო მიმართულებითაც. ქართული ეკლესიის წინაშე ახლა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დგას.
 
ჩამოართმევენ თუ არა მოსაყდრის სტატუსს მეუფე შიოს? – თეოლოგები ფიქრობენ, რომ სინოდი პატრიარქის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. ამ საკითხს სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ ფოთელი ეპისკოპოსი დააყენებს.
 
"დასახელებული არის მეუფე შიო კანდიდატად, მოსაყდრის კანდიდატად. არ შეიძლება ამის ჩამორთმევა, იმიტომ, რომ პატრიარქს გააჩნია დასახელების უფლება,"- აცხადებს თეოლოგი, ლადო ნარსია.
 
რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს. ექსპერტების ნაწილი საპატრიარქოს ნეიტრალური პოზიციის არჩევას, ნაწილი კი უკრაინის ეკლესიის მხარდაჭერას ურჩევს. ამ მიმართულებით საპატრიარქოს გადაწყვეტილებას რუსული ეკლესიაც ელოდება, რადგან ერთი თვის წინ სწორედ ამის გამო საქართველოში პატრიარქ კირილის ნდობით აღჭურვილი მღვდელმთავარი ილარიონ ალფეევი იყო ჩამოსული, რომელიც ილია მეორეს სწორედ უკრაინული ეკლესიის საკითხზე ესაუბრა.
 
თეოლოგი ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის უმჯობესია ქართული ეკლესია მოვლენების განვითარებას დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოს.
 
"თუ მართლა დაუპირისპირდა ეს ორი უდიდესი ეკლესია ერთმანეთს, ჯობია რომ პირველ ეტაპზე საქართველომ თავი შეიკავოს და დააკვირდეს სხვა ეკლესიების მოქმედებებს,"- ლევან აბაშიძე.
 
გიორგი ვაშაძე საპატრიარქოში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე სასაუბროდ იმყოფებოდა. პარტია "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე უკრაინული მხარის თხოვნით, სინოდის წევრებს, ასევე მოსაყდრე მეუფე შიოს შეხვდა. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შესაძლოა, ჯერ არ გაასაჯაროვოს და მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციას დაელოდოს..

სიახლეები

“ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა, რომ წერილი მან დაწერა” – რა გაარკვია ბორის ჩელე ყურუამ

20 მაისს "დაფიონის" მიერ რეჟიმის 17 ტყვის სახელითა და ხელმოწერით გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელმაც...

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა

21 მაისი ჩერქეზთა გენოციდის დღეა „შვიდი წელიწადი ეყარა ადამიანების ძვლები ზღვის ნაპირას. მამაკაცის წვერისა და...

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება

განათლების სამინისტროს ცნობით, პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის...

წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; MEGOBARI აქტი არის მტრული აქტი -კობახიძე

არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების...