მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო ოპოზიცია ახალი მთავრობის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს

საპარლამენტო ოპოზიცია ახალი მთავრობის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს

Published on

უმრავლესობისგან რადიკალურად განსხვავებულია ოპოზიციის დამოკიდებულება ახალი მთავრობისა და ბახტაძის გეგმის მიმართ – ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე პასუხები მამუკა ბახტაძეს არ გააჩნია, რის გამოც ისინი არც დროებითი და არც სამი კვირის შემდეგ წარდგენილი მთავრობისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ."მინისტრთა კაბინეტი ფაქტობრივად არის ამორტიზებული, ადამიანები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს წარმატებას და ფაქტობრივად ერთადერთი ამით ხელისუფლებაში ტივტივის საფუძველი არის ივანიშვილის სურვილი, რომ ისინი იყვნენ ამ მთავრობაში,"-აცხადებს რომან გოცირიძე. "ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ სიღარიბის, უმუშევრობისა, ეკონომიკური ზრდის, კრიმინალისა და სხვა მიმართულებებით ახალ პრემიერს პრობლემის გადაჭრის გზებზე პასუხები არ აქვს. 
"ასეთ მძიმე პირობებშია ესეთი ხედვის არმქონე გუნდის დამტკიცება მთავრობაში არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი,"-აცხადებს ირაკლი აბესაძე. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...