მთავარისიახლეებიმსოფლიოპრეზიდენტ ტრამპის ,,გასროლა'' - რატომ უწოდა ნიკი ჰეილიმ გაეროს ადამიანის უფლებათა...

პრეზიდენტ ტრამპის ,,გასროლა” – რატომ უწოდა ნიკი ჰეილიმ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარისევლური?

Published on

შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა.
 
გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც მოთხოვნები ორგანიზაციაში რეფორმების გატარების შესახებ არ იყო გათვალისწინებული .- განცხადება ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
 
მაიკ პომპეოს განცხადებით, საბჭო იგნორირებას უკეთებს, მსოფლიში ადამიანის უფლებათა მასშტაბურ დარღვევებს.ნიკი ჰეილიმ კი ორგანიზაციას ფარისევლური უწოდა.
 
 
დომალდ ტრამპის გასროლა – ასე აფასებენ ამ ფაქტს  ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. აშშ პრეზდენტმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ, თუ გაგრძელდება გაეროს კრიტიკა თელ-ავივის მიმართ და იგნორირებული იქნება პალესტინელთა თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, აშშ დატოვებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს.  ამ სავარაუდო ნაბიჯის ერთერთ არგუმენტად  მან დაასახელა რუსეთის ქმედებების მიმართ არასათანადაო კრიტიკა და ზეწოლაც.
 
 დღევანდელ განაცხადებას აშსს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვების შესახებ ღიად მიესალმა ისრაელის ლიდერი  ნათანიაჰუ. სხვები ჯერ მხოლოდ შუალედურ,  თავშეკავებულ  შეფასებებს სჯერდებიან 
 
შეერთებული შტატების მიერ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას ფრიდომ ჰაუსი და კიდევ 11 ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ეხმაურება.
 
ამერიკის სახელმწიფო მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილში, ისინი გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის კონტრპროდუქტიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საბჭოს დატოვება ძალას შემატებს ისეთ წევრ ქვეყნებს როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ადამიანის უფლებების უზენაესობის შესახებ, ამერიკის ღირებულებებს არ იზიარებენ.
 
უფლებადამცველი ორგანიზაციები ორგანიზაციები სახელმწიფო დეპარტამენტს გადაწყვეტილების გადახედვას და 2019 წელს საბჭოში დაბრუნებას სთხოვენ.
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...