მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე თვლის, რომ პრემიერობის კანდიდატი არაკომპეტენტურია

გიორგი ვაშაძე თვლის, რომ პრემიერობის კანდიდატი არაკომპეტენტურია

Published on

"მამუკა ბახტაძე ერთგულების პრინციპით შეარჩიეს," – ასე გამოეხმაურა სამთავრობო ცვლილებებს ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძე, გადაცემა არჩევნაში საუბრისას. გიორგი ვაშაძე თვლის, რომ სწორედ საპროტესტო ტალღა გახდა მიზეზი იმის, რომ გიორგი კვირიკაშვილი გადააყენეს და ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და მიღწევა.მისი განცხადებით, "კარგია, რომ დასრულდა დიმიტრი ქუმსიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის კორუფციული ტანდემი". თუმცა, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ საზოგადოების პროტესტი არ ჩამქრალა.ვაშაძე ამბობს, რომ მან ვერაფერი მოისმინა, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრას მამუკა ბახტაძე.მისი განცხადებით, იმიტომ, რომ არაფერი არ იცვლება ქვეყანაში, უფრო დიდი საპროტესტო ტალღას მიიღებს ქართული ოცნება.გიორგი ვაშაძე გამორიცხავს, რომ მცირე მთავრობით რამე შეიცვლება. მისი თქმით, ფუნდამენტურად და ფუნქციურად ყველაფერი იგივე რჩება.„120 მილიონს რომ ზოგავს, საიდან ზოგავს? რაიმე ფუნქცია თუ არ გაიუქმა სახელმწიფომ, ვერაფერსაც ვერ დაზოგავს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.ის ასევე მამუკა ბახტაძის მწირ პოლიტიკურ გამოცდილებაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძის თქმით, მისი გამოუცდელობა რეფორმებს და ქვეყნის წინსვლას შეაფერხებს.
„როცა უსისტემოდ ხდება ცვლილებები და რეფორმები ამას უარესი შედეგი მოაქვს,“ -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...