მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანი არ აპირებს მიიღოს ექსპერტ გია ხუხაშვილის რჩევა - წულუკიანის ადგილზე...

წულუკიანი არ აპირებს მიიღოს ექსპერტ გია ხუხაშვილის რჩევა – წულუკიანის ადგილზე ბოდიშს მოვიხდიდი და განვაცხადებდი: მე წავედი.

Published on

 საკანონდებლო ორგანოში დეპუტატები დღეს დილიდან უსმენენ დროებით მთავრობას . 
 
ოპოზიცია ამბობს, რომ დროებითი მთავრობა არის მორიგი შოუ, რომლითაც ხელისულება ცდილობს, რომ საზოგადოებას ცვლილებების შესახებ დააჯერონ.
 
„ეს არის მორიგი შოუ, რომ საზოგადოებას დააჯერონ გარკვეული ცვლილებების შესახებ. ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილების ერთადერთი აზრი და დანიშნულება უნდა იყოს ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება. იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული არაერთი უშედეგო რეფორმის შემდეგ სასამართლო რჩება უაღრესად არადამოუკიდებელი, პოლიტიზირებული, შეინიშნება კორუფციის ნიშნები. სერიოზული პრობლემები გვაქვს პროკურატურაში. ქვეყანაში გაიზარდა კრიმინალის რაოდენობა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.  
 
ოპოზიციას ძირითადი შეკითხვები თეა წულუკიანთან აქვს, რადგან ოპონენტების შეფასებით, მან მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები ვერ განახორციელა. ოპოზიციის წევრებს შეკითხვები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთანაც ექნებათ.
 
„მთავარი შეკითხვა არის ქალბატონ წულუკიანთან, რომელიც დღეს გვევლინება მმართველად იმ მართლმსაჯულების სისტემის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს ამ ქვეყენაში პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მის გადაყენებას ითხოვს სრულიად პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მოქალაქეები და გვაინტერესებს ქალბატონი წულუკიანი აპირებს თუ არა, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავოს თუ აპირებს რომ დატოვოს საკუთარი თანამდებობა. შეკითხვები გვექნება სუს-ის საქმიანობასთან, იმიტომ, რომ რამდენიმე კვირაა, დაგროვდა მრავალი გამოუძიებელი ფაქტი, როგორ ახორციელებს სუს-ი დევნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
 
საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ წულუკიანი ნამდვილად დარჩება თავის პოსტზე. ის არ აპირებს მიიღოს ექსპერტ გია ხუხაშვილის რჩევა – წულუკიანის ადგილზე ბოდიშს მოვიხდიდი და განვაცხადებდი : მე წავედი.
 
 

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...