მთავარისიახლეებისამართალითემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი არ ყოფილა - პანკისში მიმდინარე საპროტესტო აქციის...

თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტი არ ყოფილა – პანკისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისფლებას ტყუილში ადანაშაულებენ

Published on

ჩვენ ვითხოვთ იმ მტკიცებულებებს, სადაც დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაული, თუმცა ასეთი არ არსებობს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ნათესავმა, ალიკა ალაზოვმა განაცხადა. 
 
მისი თქმით, აუცილებელია სასწრაფოდ მოხდეს მომხდარზე ობიექტური სურათის დადება და დამნაშავე პირების დასჯა.
 
"მე მინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს, პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მოკლა თემირლანი, ასევე ვინც გასცა ბრძანება“, – განაცხადა ალიკა ალაზოვმა.
 
 
პანკისში ამ წუთებში  აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფელ დუისში შეიკრიბნენ და სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ.
 
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მომხდარიდან 6 თვე გავიდა და სპეცოპერაციის მონაწილე პირები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. ისინი ასევე განმარტებას ითხოვენ, რატომ ამ წარადგინა პროკურტურამ ის მტკიცებულები რაც მაჩალიკაშვილის ტერორიზმთან კავშირს დაადასტურებდა. მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისში გაგრძელდეს. 
 
პანკისში აქციას შეუერთდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
 
 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...