მთავარისიახლეებიეკონომიკარა გვაქვს დღეს ანაკლიაში - კატა გუდაში. მაგრამ ხალხი ცხვარი არ არის

რა გვაქვს დღეს ანაკლიაში – კატა გუდაში. მაგრამ ხალხი ცხვარი არ არის

Published on

ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეას ადრეც მივესალმებოდი და ყოველთვის მხარს დავუჭერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, ემზრობა თუ არა ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობას, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ, საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვნად გამოყენებისთვის ღმაწყლოვანი პორტი აუცილებლად სჭირდება.
 
„ასეთი პორტის მშენებლობა აუცილებელია იმისთვის, რომ გავუწიოთ კონკურენცია სხვა ალტერნატიულ დერეფნებს”, – დასძინა ბახტაძემ. მან გაიმეორა მტავრობის განცხადება, რომელიც შარშან, დეკემბრის დამლევს ანაკლიის პორტის მშენებლობის  ოფიციალურ გახსნაზე გაკეთდა :
 
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:
 
საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას;
 
გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე);
 
1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება;
 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე ბეტონის საფარის მოწყობა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება.
 
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
 
განცხადებები განცხადებებად, მაგრამ ერთია, რა იქნება შემდეგ და მეორე, რა გვაქვს დღეს.- კატა გუდაში. მაგრამ ხალხი ცხვარი არ არის.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...