მთავარისიახლეებიპოლიტიკასოსო გოგაშვილისა და კახა მიქაიას სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი - „ქრონიკა პლიუსის“...

სოსო გოგაშვილისა და კახა მიქაიას სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი – „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი დღეს პროკურატურას მიმართავს

Published on

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი დღეს პროკურატურას მიმართავს. საქმე ეხება სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც სოსო გოგაშვილი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერს, კახა მიქაიას ელაპარაკება.
 
სატელეფონო საუბარში სოსო გოგაშვილი და კახა მიქაია სხვადასხვა საკითხს განიხილავენ – მათ შორის, საუბრობენ სხვა ფარულ ჩანაწერებზეც, რომლებიც სავარაუდოდ, კუდის საიდუმლო თათბირების დროს არის გაკეთებული, სადაც ბევრი ოპერაცია და გახმაურებული საქმე განიხილებოდა. მათ შორის, ნახსენებია გურამ შარაძის მკვლელობაც.
 
კილაძე პროკურატურისგან ამ ჩანაწერის საფუძველზე გამოძიების დაწყებას და გოგაშვილისა და მიქაიას დაკითხვას ითხოვს.
 
„მთავარ პროკურატურაში ჩანაწერის გმირები, კახა მიქაია და იოსებ გოგაშვილი დაბარებულები არ ყოფილან და ჩანაწერთან დაკავშირებით, მათთვის კითხვები არ დაუსვამთ. მე გადავწყვიტე მთავარ პროკურატურაში ოფიციალურად მივიტანო ეს ჩანაწერი, მოვითხოვო გამოძიების დაწყება, იმიტომ, რომ უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც არის ჩანაწერის ფიგურანტი. დაწყებული იოსებ გოგაშვილით, სუს-ის უფროსის მოადგილით, კახა მიქაიამ უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებზე, რაც არსებობს, ასევე უნდა დაიკითხოს კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი – რა მასალები აქვს მას გადამალული ქვეყნის გარეთ და ასევე უნდა გავარკვიოთ, რა ტიპის ზემოქმედება იყო გოგაშვილის მხრიდან სასამართლოზე,“-აცხადებს ელისო კილაძე.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...