მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს

ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს

Published on

უკვე ცნობილია, რომ ეკონომიკის მინისტრის  მოადგილის კანდიდატურა იქნება დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილე გენადი არველაძე, ფინანსთა მინისტრის კანდიდატურად კი მამუკა ბახტაძის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურად დავით ზალკალიანი დასახელდა.საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე იმაზე საუბარი თუ რომელიც სამინისტროები გაუქმდება ნაადრევია.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავრობის შემადგენლობის  განახლებამდე, მინისტრების მოვალეობას შეასრულებენ მათი მოადგილეები შესაბამისად შეფერხება სამინისტროების მუშაობაში არ მოხდება.მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათთვის სამინისტროების შემცირება მისაღებია.  სამინისტროს რესტრუქტურიზაციას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს ამ ეტაპზე მოხდება გარდამავალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება თუმცა სამი სამინისტრო იქნება წარმოდგენილი ფორმალურად.
საქართველოს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დროებითი მთავრობა ეყოლება. პარლამენტს დღეს პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ მიმართა და ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად დრო ითხოვა. ბახტაძე ამბობს, რომ სამინისტროებს 14-დან 11- მდე ამცირებს ამ პროცესს კი საკანონმდებლო ცვლილებები და დრო სჭირდება.  

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...