მთავარისიახლეებისაზოგადოებაგურიაში ებრაელი ბიზნესმენის სახლი დააყაჩაღეს და 20 ლარი წაიღეს

გურიაში ებრაელი ბიზნესმენის სახლი დააყაჩაღეს და 20 ლარი წაიღეს

Published on

გურიის სოფელ დაბა ლაითურში ებრაელი ბიზნესმენის სახლი დააყაჩაღეს. დამნაშავეებმა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის, ბიზნესმენსა და მის მეუღლეს სასტიკად სცემეს. ბოროტმოქმედები სასოფლო ინვენტარით, ნაჯახით, უროთი და ჩაქუჩით იყვნენ შეიარაღებულები.  
 
იგორ ასკაროვის სახლში დამნაშავეები დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის შეიჭრნენ. იმ დროს ადგილზ ეიმყოფებოდა მისი მეუღლე, ლეილა ლომინაძე და რამდენიმე მეზობელიც, თუმცა დამნაშავეებს მეზობლებისთვის არ უცემიათ, ისინი მხოლოდ დააბეს სკამებზე. 
 
ევრაელ ბიზნესმენს სოფელ დაბა ლაითურში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ასკაროვი ამბობს, რომ ეს მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 
 
დამნაშავეებმა სახლიდან ოქროს სამკაული და 20 ლარი წაიღეს..

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...