მთავარისიახლეებისამართალიქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

Published on

ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გუშინ, ღამის საათებში, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით ხის ტრანსპორტირების დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებთან მისულმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, 1990 წელს დაბადებულმა ბ. ტ.-მ იქ მყოფი პოლიციელები საქეიფოდ დაპატიჟა სახლში, რაზეც უარი მიიღო. 
ამის შემდეგ, რამდენიმე საათში, ბ.ტ.-მ ადგილზე მყოფ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსს მურად (ბუტა) ანთაძეს მოულოდნელად ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. მურად ანთაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. 
მკვლელობის ოფიციალური მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....