მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს

პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიტატი, თუმცა ის კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლებში იმოქმედებს. 
 
„გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. როგორც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტი ამ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ მთავრობის პირებმა, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლი კი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ამას განსაზღვრას საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
 
მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია საჯარო განცხადებით დააფიქსირა. 
 
„მან გააკეთა განცხადება, მისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად – ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა სხვა არჩევანი. პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია არის ერთი საკითხი, მეორე საკითხია, რას და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
თემა: სამთავრობო ცვლილებები

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...