მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციის მონაწილეებმა ზუგდიდი- თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდი- თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს [Video]

Published on

ზუგდიდში დევნილებმა, რომლებმაც ბინები ვერ მიიღეს აქცია გამართეს. ისინი ახსნა-განმარტებას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.მათი თქმით, ისინი უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ და აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ ავარიულია. თუმცა, მათივე მტკიცებით, ამის მიუხედავად, დაბალი ქულები მიიღეს და ბინების გარეშე დარჩნენ.აქციაზე ერთი ქალი შეუძლოდ გახდა.

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.აქციის მონაწილეებმა ზუგდიდი- თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილზე 50-მდე პოლიციელი რჩება მობილიზებული.მანამდე დევნილთა სამინისტრომ იმ ოჯახების სიას გამოაქვეყნა, რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ.

 

 

 

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...